აზერბაიჯანში ბრაკონიერმა „წითელ წიგნში” შეტანილი კავკასიური ლეოპარდი მოკლა

აზერბაიჯანში ბრაკონიერმა გადაშენების პირას მყოფი კავკასიური ლეოპარდი(ჯიქი) მოკლა. ცხოველის ეს სახეობა „წითელ წიგნშია” შეტანილი. 20 წლის ორი ახალგაზრდა აზერბაიჯანის სასაზღვრო დაცვამ ლეოპარდის ტყავის გაყიდვის ფაქტზე დააკავა. სოფელ ჩუკაზში ისინი ტყავს 10,000-15,000 მანათად ($ 9,599 – $ 14,399) აფასებდნენ. აღნიშნულ ფაქტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი (WWF Georgia) სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: “ეს შემაძრწუნებელი მოქმედება კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, რამეთუ საქმე ეხება ცხოველთა მართლაც უნიკალურ სახეობებს, როცა თითოეული ინდივიდის არსებობა გადამწყვეტია”. ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) ანგარიშის თანახმად, კავკასიური ლეოპარდების რაოდენობა მთელს ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში 1000-ზე ნაკლებია, ხოლო კავკასიის რეგიონში მათი ოდენობა დაახლოებით ოცდახუთს შეადგენს. ლეოპარდი მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი. სხეულის სიგრძე 0,9-1,9მ, კუდისა — 0,6-1,1მ, წონა 37-90კგ. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ლეოპარდი კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ სახეობად ითვლებოდა. vashlovani