ბოლნისის წმინდა ივანე ბოლნელის სახელობის სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით ჩატარდა ფართომაშტაბიანი საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით: "სიკეთის დღე". ამ დღემდე დიდი შრომა გაწიეს როგორც სკოლის მოსწავლეებმა, ასევე მშობლებმა და მასწავლებლებმა, რათა საკუთარი ხელით შეექმნათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთები როგორიცაა: სუვენირები, დეკორები, სააღდგომო თემატიკის ნივთები და სხვა...
მოსწავლეებმა მეორადი მასალის გამოყენებით შექმნილი საინტერესო ნივთები გამოფინეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ აქციას შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი. ისინი აქტიურად იძენდნენ სხვადასხვა ნივთებს და ამ ფორმიც ცდილობდნენ მიეღოთ მონაწილეობა.
საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა - 540 ლარი ეკოკლუბელებმა გადაანაწილეს. ნაწილი ჩაურიცხეს ბავშვს, რომელიც მკურნალობს საზღვარგარეთ და მის ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა გასწვდეს ხარჯებს. ეკოკლუბელები ასევე დაეხმარნენ შეჭირვებულ სამ ოჯახს.