წალენჯიხაში, სოფელ საჩინოს #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა სოფლის დასუფთავების აქცია მოაწყო. საჩინოს ერთი ბოლოდან მეორემდე დასუფთავდა ქუჩები, მდინარის სანაპიროები და სკოლის ეზო.
მოსწავლეებმა თანასოფლელებს მოუწოდეს გაუფრთხილდნენ დედამიწას და ნაკლები ზიანი მიაყენონ მას. აქტივობაში დიდი წვლილი შეიტანეს კლუბის უმცროსმა წევრებმა, რომლებიც დიდი მონდომებით მუშაობდნენ.
სოფლის ერთ ნაწილში არ იდგა ნაგვის ურნები, რომლის შემოტანაც გეგმაში ეკოკლუბის წყალობით მოხდა. შეგროვილი ნაგავი ჩაიყარა პოლიეთილენის პარკებში და განათავსეს ნაგვის ურნაში.