ოკუპირებულ გაგრასთან ტყის მასივი იწვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მახლობლად ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ტიგრან დელიბალტიანმა შეატყობინა. მისი თქმით, აალების ადგილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით არის და მასთან მიახლოება გართულებულია. „ხანძრის ფართობის დასადგენად აუცილებელია ავიაცია, სავარაუდოდ, ცეცხლი 20-30 ჰექტარის ფართობს გაუჩნდა“, – აცხადებს დელიბალტიანი. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები ტერიტორიის მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ხანძრის გავრცელება თავიდან აიცილონ.