თბილისის N51 სკოლის ეკოკლუბი სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა (ვიდეო)

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და “გუნდი 51”-ის წევრები ეწვივნენ მაღრაძეების მრავალშვილიან ოჯახს. სამწუხაროდ ამ ოჯახს აქვს სოციალურად ძალიან მძიმე სიტუაცია და სჭირდება დახმარება. მათთვის მოსწავლეებმა მშობლებმა და მასწავლებლებმა შეაგროვეს სხვადასხვა პროდუქტი და ტანისამოსი.

როგორც ეკოკლუბელები გვატყობინებენ, ამ აქციის შემდეგ მოსწავლეები წამოვიდნენ ემოცურად დათრგუნულები და სევდიანები, მაგრამ ისინი აპირებენ, რომ კვლავ გააგრძელონ მსგავსი აქტივობები და რაც შეიძლება მეტ ოჯახს დაეხმარონ.

“გუნდ 51”-ს დიდი იმედი აქვს, რომ ამ გზით საზოგადოება მიიღებს მათ მცირე გზავნილს, რათა ერთად აღმოვფხვრათ სიღარიბე!