როგორც დაწყებით კლასის მოსწავლეებისათვის, ისე მოზარდებისათვის მხოლოდ სკოლის საგნებით მიღებული განათლება საკმარისი არ არის. კარგი და ხარისხიანი განათლებისათვის მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი წიგნის, სხვა ლიტერატურის კითხვა. ამით ბავშვის ლექსიკა და ინტელექტი უფრო მეტად იზრდება. ამისათის საჭიროა, რომ ხელმისაწვდომი იყო მათვითვის სასურველი წიგნი. სწორედ ამიტომ რაც შეიძლება მეტი ბიბლიოთეკა უნდა იყოს თითოეულ სკოლასა თუ სოფელში.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის სკოლას აქვს დიდი ბიბლიოთეკა, მაგრამ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით მოაწყეს ე.წ. "გარე ბიბლიოთეკა" სკოლის დერეფანში, რაც უფრო მეტად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მოსწავლეებისათვის.
ეს ერთგვარი სიახლეა და ამ გზით განათლება იქნება უფრო მეტად მრავალფეროვანი. მოსწავლეებმა სკოლის დერეფანში მოაწყეს თაროები, რომლებიც ძველებური სტილისაა და საკუთარი ხელით მოხატეს ისინი. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ამ ბიბლიოთეკას შესძინეს არაერთი საინტერესო წიგნი. ასევე გამოიფინა დიდი ბიბლიოთეკიდანაც ზოგიერთი წიგნი. ამ ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ წიგნით სარგებლობა.