აქტივობის მიზანი: მდინარე ქსნის სანაპირო ზოლის ეკოლოგიური ნარჩენებისაგან გასუფთავება რაც ხელს შეუწყობს კასპიის ზღვის წყლის გაჯანსაღებას.
მოსალოდნელი შედეგი: მდინარე ქსნის სანაპიროს დასუფთავება შეამცირებს ქიმიური ნაწარმის -პლასტმასების, პოლიეთილენის პარკების და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოხვედრას კასპიის ზღვაში. ბავშვებს განუვითარდებათ ბუნებასთან ურთიერთობის უნარი.
26 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს მდინარე ქსნის სანაპიროს დასუფთავების აქცია. ეს აქცია მათ კასპიის ზღვის ბიოსამყაროს დაცვას და წყლის გაჯანსაღებისათვის ბრძოლას დაუკავშირეს. მათ თხოვნით მიმართეს სკოლის დირექციას, მიეცათ ხელთათმანები და ტომრები ნარჩენების შესაგროვებლად. დირექციამ დააკმაყოფოლა მათი თხოვნა და გადასცა ხელთათმანები და ტომრები.
ეკოკლუბელებს მდინარე ქსნის სანაპიროსაკენ მიმავალ გზაზე ბევრი ეკოლოგიური ნაგავი დახვდათ და მათ შეძლებისდაგვარად დაასუფთავეს ტერიტორია. ქსნის სანაპირო ზოლი ნაკლებად იყო დაბინძურებული ვიდრე მასთან მისასვლელი გზა ბავშვებმა შეაგროვეს ნარჩენები: პლასტმასის საგნები, ბოთლები, პოლიეთილენის პარკები მოათავსეს ისინი სანაგვე ტომრებში და ჩაყარეს ნაგვის ურნებში.
კლუბ "ბაზისის" წევრებმა გამოთქვეს სურვილი რეგულარულად დაასუფთავონ მდინარის სანაპირო. ზაფხული მოდის და დამსვენებელს სუფთა მდინარე სჭირდება. სუფთა მდინარე კი სუფთა წყალს ჩაიტანს კასპიის ზღვაში. გადარჩებიან ზღვის ცხოველები და მცენარეები.