ბოლო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბუნებრივი კატასტროფების დიდი შემოტევა იყო. გურიაში, აჭარაში, მცხეთა–მთიანეთში, შიდა ქაეთლში, იმერეთში, კახეთში, სამეგრელოსა და დედაქალაქ თბილისში განადგურდა როგორც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო, ასევე საგზაო ინფრასტუქტურა. რეალობა ცხადყოფს, რომ სასწრაფო და აუცილებელი ზომებია მისაღები სტიქიების პრევენციისაათვის. ამ დროს კი...
რეალობა გვაჩვენებს, რომ ტყეებისა და წყალშემკრები აუზების დეგრადაციისგან გამოწვეული სტიქიური მოვლენები ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარის ეკონომიკურ ზარალს იწვევს
მაგალითად, თუ 2006 წლისთვის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული წლიური ზარალი 300 მილიონი ლარით იყო შეფასებული, ბოლო ათწლეულში ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე გაიზარდა და ცალკეულ წლებში ნახევარ მილიარდს გადააჭარბა. ბუნებრივი კატასტროფების რისკ-ფაქტორებიდან, პირველ რიგში, ტყეების არამდგრადი მართვა და მდინარეთა წაყლშემკრები აუზების ეკოსისტემების დეგრადაცია სახელდება. 1990–იანი წლების სისტემური კორუფციისა და მასშტაბური არალეგალური ჭრების შედეგად, სატყეო გზებით უზრუნველყოფილი ფართობების აბსოლუტური უმეტესობა მეორადმა ტყეებმა შეცვალა. განვითარდა ეროზიული პროცესები. ტყემ დაკარგა ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქცია და ზედაპირული წყლის ობიექტების უმრავლესობამ ღვარცოფული ხასიათი მიიღო.
საქართველოს სატყეო სფეროს ერთ–ერთი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის 90%-ზე მეტ ფართობზე ტყეთმოწყობა არ ჩატარებულა. ტყეების ზრდისა და შემატების საკითხების გაუთვალისწინებლობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბუნდოვანს ხდის როგორც ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნების, ასევე ზამთარში მოსახლეობის გათბობის უზრუნველყოფის საკითხებს.
ამას გარდა, სოციალური ჭრა, როგორც ჭრის ერთერთი ფორმა, გათავისუფლებულია ხეტყის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცედურებისგან და შესაძლებელია მისი დანიშვნა ნებისმიერი ფუნქციონალური დანიშნულების ზონებში.
საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სოციალური ჭრები არ ითვალისწინებს ტყეების ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ღირებულებას. შეშის წარმოება პირდაპირ კავშირშია მთის მგრძნობიარე ეკოსისტემების მდგრადობასთან, რაც მოსახლეობის უსაფრთხოებას, საარსებო გარემოს შენარჩუნებას და ძირითადი სამეურნეო დარგების განვითარებას უკავშირდება.
ხეტყის უკანონო მოპოვება და მისგან გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები, როგორც ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის ერთერთი ძირითადი გამოწვევა, შესულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში.
სახელმწიფო პროგრამის მომზადების მიზნით, სამინისტროსა და სატყეო სააგენტოს პატრონაჟით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სახელმწიფო, სამოქალაქო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შევიდნენ. მათთან ერთად მომზადდებული კომპლექსური სამოქმედო გეგმა განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობას მომავალი წლისთვის გადაეცემა.
მოსახლეობის შეშით უზრუნველყობის პროგრამის შემუშავების ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, „ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II)“ ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით. ინიციატივა ფინანსდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მიერ“.