ჩოხატაურის სოფელ კოხნარის სკოლის ეკოკლუბის გარემოსდაცვითი აქტივობები

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით განხორციელდა სასკოლო  პროექტი სახელწოდებით: "მოვეფეროთ დედამიწას", რომელშიც ჩაერთო ყველა ასაკის მოსწავლეთა ჯგუფები. პროექტის ფარგლებში  ჩატარდა პრეზენტაცია: "დედამიწა ჩვენი სახლია",  სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები,  სკოლის ეზის დასუფთავება, გაზონების მოწყობა და ყავილების დარგვა-დათესვა. 

მოსწავლეთა ჯგუფები ინტერესით ასრულებდნენ სამუშაოებს და ყველა ცდილობდა აქტიური ყოფილიყო. განსაკუთრებული ინტერესი  გამოიჩინეს უმცროსკლასელებმა. მოსწავლეთა გვერდით აქტიურობდნენ პედაგოგებიც, რომლებიც მიუთითებდნენ მოსწავლეებს არ  დაერღვიათ რეგულაციები, სწორად გამოეყენებინათ პირბადე, ხელთათმანი და დაეცვათ დისტანციაც, რადგან მიუხედავად ყველაფრისა  დედამიწას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აწუხებს. 

ბოლოს ყველა მოსწავლემ ერთად გამოთქვა იმედი, რომ დედამიწა  მხოლოდ  "სიკეთის სახლი" გახდება და მას ვერაფერს დააკლებს  ვირუსები - უჩინარი არსებები, რომლებიც დღეს ასეთი საფრთხის წინაშე გვაყენებენ.