გურჯაანის სოფელ კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის წევრ ნინო ბეროშვილის ინიციატივით, პროექტისთვის "ქალები კაცობრიობისთვის" დამზადდა ბროშურები თემაზე: "ცხოვრება ქალების კალმით". 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს მოწყობილ "წიგნების ფესტივალზე" დამსწრეები გაეცნენ ბუკლეტებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამებოდა განხილულ თემატიკას და ბროშურები ფესტივალის დასრულების შემდეგ ყველა კლასის მოსწავლეებს დაურიგდათ.
ბროშურაში საუბარი იყო ქალებზე, რომლებმაც ლიტერატურასა და სამართლიანობის დაცვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ესენი არიან: ლუიზა მეი ოლკოტი, ჰარპერ ლი, აგათა კრისტი, ჯეინ ოსტინი, შარლოტა ბრონტე, ატრიდ ლინდგრენი, მარგარეტ მიჩელი, მალალა იუსაფზაი, ანე ფრანკი და ჯოან როულინგი. განხილული იყო მათ მიერ შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვის სურვილი ფესტივალის ბოლოს არაერთმა მოსწავლემ გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ავტორი ქალთა უფლებათა დარღვევის მსხვერპლი გახდა და სწორედ ამან უბიძგა მათ, შეექმნათ ნაწარმოებები სამართლიანობის დაცვის თემაზე.