სოფელ არხილოსკალოს სკოლაში ეკოლოგიურ პრობლემებზე იმსჯელეს

კახეთში, დედოფლისწყაროს სოფელ სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "მარადმწვანე" - დედამიწის დღე აღნიშნა. ეკოკლუბის წევრებმა კვირის განმავლობაში ითანამშრომლეს ხელოვნების მასწავლებელთან და მოაწყეს ნახატების გამოფენა სახელწოდებით - ,,ნათელ ფერებში ვხედავთ სამყაროს". ნახატების უმეტესობა შეასრულეს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა. 

ეკოკლუბელმა ნათელა ბუთხუზმა ჩაატარა ლექცია საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან თემაზე: "დედამიწა და ადამიანი". იგი ესაუბრა მოსწავლეებს დედამიწაზე არსებულ არა მარტო ეკოლოგიურ პრობლემებზე, ასევე დღეისათვის არსებული ცივილიზაციის დადებით და უარყოფით შედეგებზე და ადამიანის როლზე და  შესაძლებლობებზე, როგორ  გავხადოთ დედამიწაზე ცხოვრება უკეთესი. ლექცია გადაიზარდა საინტერესო დისკუსიაში. 

ეკოკლუბის წევრმა, გიორგი გვრიტიშვილმა,  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიულოცა დედამიწის დღე და გააცნო ამ დღის დაარსების ისტორია, აუხსნა რატომ აღინიშნება მსოფლიოს მასშტაბით და ესაუბრა იმ გლობალურ პრობლემებზე, რის მოგვარებაზეც  უნდა იზრუნოს თითეულმა ჩვენთაგანმა. "ადამიანის გააზრებული, თუ გაუაზრებელი საქმიანობა ქმნის სიკეთესაც და პრობლემებსაც დედამიწაზე, ამიტომ ისევ ადამიანმა, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა მოვუაროთ ჩვენს ლამაზ პლანეტას!"- ამ სიტყვებით მიმართა გიორგიმ ბავშვებს.