"დედამიწის დღეს" ფოთელმა მოსწავლეებმა პალიასტომის ტბის სანაპირო დაასუფთავეს

 

22 აპრილს მსოფლიოში მასშტაბურად აღინიშნება "დედამიწის დღე". ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ქომაგმა" თავისი წვლილი შეიტანა ამ დღის აღნიშვნაში. ეკოკლუბის წევრებმა დაასუფთავეს პალიასტომის ტბის სანაპირო ზოლი.

აქციის დასაწყისში ეკოკლუბელებს დაურიგდათ ხელთათმანები და სანაგვე პარკები. მოსწავლეები მონდომებით აგროვებდნენ ნაპირზე დაყრილ საყოფაცხოვრებო ნაჩენებს. ტბის ნაპირზე დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები საფრთხეს უქმნის წყლის ფრინველებს. ისეთი ნაგავი როგორიცაა ცელოფნის პარკები, სინთეტიკური თოკები არის ფრინველებისათვის უნებლიე ხაფანგი, რომელშიც ისინი ხშირად ეხვევიან. ტბის ღელვის დროს ნაგავი წყალში დაცურავს და აბინძურებს ტბას.

მოსწავლეებმა მოგროვილი ნარჩენები სანაგვე ურნაში მოათავსეს. ღონისძიებას კურირებდა კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები და რეინჯერები.