2008 წელს ხანძრით განადგურებული ტყის აღდგენა გრძელდება, გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ნახანძრალი ტყის მიმდებარედ სანერგე მოაწყო. სანერგეს ორმაგი დანიშნულება აქვს, აქ ნერგების გამოყვანის გარდა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ წაღვერის სკოლის მოსწავლეებტან ერთად საშემოდგომო თესვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. დაითესა მაღალმთის მუხის, მაღალმთისა და მინდვრის ნეკერჩხლის თესლი, ხოლო გაზაფხულზე წიწვოვანი სახეობების დათესვა განხორციელდება. სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
https://www.youtube.com/watch?v=s_oNKYM7RdU&feature=share