×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

"დედამიწის დღე" ლანჩხუთის სოფელ ჯურუყვეთის N1 სკოლაში დისტანციურად აღნიშნეს

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი უკვე დაგეგმილი აქტივობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 სკოლის დროებით ონლაინ რეჟიმზე გადასვლის გამო ადგილობრივ ეკოკლუბს დროებით ჩაეშალა, მაგრამ ეს ბავშვებმა ახალ გამოწვევად მიიღეს და ღონისძიება "ონლაინ სივრცეს" მოარგეს. უკვე გამზადებული რესურსები დიდ ძალისხმევით ერთმანეთს მიაწოდეს, როლები გადაინაწილეს და ეს ღონისძიება საბოლოოდ მაინც შედგა! 

მომზადდა საინფორმაციო დეკორაციული ბარათები და ჩაიწერა ვიდეოები. ბავშვებს დაგეგმილი ჰქონდათ სკოლის ეზოს გამწვანებაში მათი წვლილის შეტანა სხვადასხვა ყვავილების ნერგებით, რომელსაც სკოლაში დაბრუნებისთანავე განახორციელებენ.

აი როგორ მოულოცეს ჯურუყვეთელმა ეკოკლუბელებმა დედამიწას დაბადების დღე::

ჩვენო ბუთხუზა დედამიწა  გილოცავ შენს დღეს!

გისურვებთ ეკოლოგიურ მდგრადობას, დიდხანს გაეძლოს შენს ეკოსისტემებს და გეოგრაფიულ გარსს კაცობრიობისთვის, კიდევ მილიარდობით წელი გეტრიალოს ჩვენს   სისტემაში.

ჩვენ გპირდებით, რომ ვიქნებით მეტად ეკომეგობრულები, ვისწავლით მეტს, რათა ბევრ ადამიანის მივაწვდით ხმას, რომ  ერთად შევძლოთ შენი გადარჩენა!

სიყვარულით: სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურყვეთის N 1 საჯარო სკოლის ეკო-გეოგრაფიული ჯგუფი  "დედამიწელები“. 

 

აქტივობის ამსახველი ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბმულებზე:

https://www.facebook.com/100005614030718/videos/1642833722580413/

https://www.facebook.com/100005614030718/videos/1642836949246757/