ამერიკაში გადაშენების პირას მყოფი, ერთ-ერთი უკანასკნელი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა დააძინეს. მას ბარძაყის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მარტორქას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ნოლა 1989 წლიდან სან დიეგოს ზოოპარკში ცხოვრობდა.
41 წლის მდედრი მარტორქა ნოლას დაღუპვის შემდეგ დედამიწაზე მხოლოდ 3 ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა დარჩა. ისინი კენიის დაცულ ტერიტორიებში, განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. სამივე მათგანი ზრდასრულია.
ჩრდილოეთის თეთრი მარტორქები გადაშენების პირას მისულებად 2008 წელს გამოაცხადეს. მათი რაოდენობის შემცირებაში ბრაკონიერებს ადანაშაულებენ, რომლებიც მარტორქებს ძვირფასი რქის მოსაპოვებლად ხოცავენ.