ქალაქ ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის კერძო სკოლის ეკოკლუბ "ეკომეცენატების'' ინიციატივით, ფრინველთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კოლხეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები, „ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელთან ერთად, შპს ფოთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
მოსწავლეებმა აღნიშნული დღის მნიშვნელობასა და კოლხეთის დაბლობზე მიგრირებად მტაცებელ ფრინველთა შესახებ მიიღეს ინფორმაცია. კერძოდ გაიგეს, რომ ფრინველების დათვლა ყველაზე მარტივი გზაა პოპულაციებში ცვლილებების დასადგენად. მათი წარმოება მარტივია და შედარებით იაფი ჯდება. გადამფრენი მტაცებელი ფრინველების დათვლა ყველაზე მარტივი საიმიგრაციო მარშრუტის სხვადასხვა წერტილებზეა. სხვა შემთხვევაში – ტიხტიხის დროს. უფრო რთულია ღამით მფრენი და მცირე ზომის ფრინველების მონიტორინგი. თუმცა, ამ სფეროშიც პროგრესია – რადარებისა და მიკროფონების საშუალებით შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება გადაფრენის დროს.
"ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის “ წარმომადგენელმა მოსწავლეებს პროექტ “მტაცებელ ფრინველთა რეაბილიტაციის ცენტრის “ შესახებ მოუთხრო და მათ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია.