კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლებისა და გარემოსდაცვითი განათლების პროგრამა, ისევე როგორც სხვა სფეროებში სწავლა-სწავლების პროგრამები, ორიენტირებული უნდა იყოს ბავშვთა უნარების განვითარებაზე. გაკვეთილები უნდა იყოს კუმულაციური, ერთმანეთთან დაკავშირებელი და ერთმანეთზე დამყარებული და სწავლება უნდა ხორციელდებოდეს წლიდან-წლამდე. ბავშვზე ორიენტირებულ სკოლებში, კლიმატის ცვლილების შესახებ სწავლებასა და გარემოსდაცვით განათლებასთან დაკავშირებული სწავლის შედეგები ემყარება ბავშვთა მედეგობას ადგილობრივ გარემოსთან დაკავშირებული რისკების მიმართ და ხელს უწყობს ბავშვთა ჯანმრთელობასა და მათ ხანგრძლივ კეთილდღეობას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი, რომელიც წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე–3 ბ კლასის მასწავლებელმა თეონა ფიფიამ თავის მოსწავლეებთან ერთად ყვავილების ფესტივალის სახით განახორციელა და სტუმრები ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა. პროექტის მიზანი გახლდათ, მოსწავლეებში ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის გაცნობიერება. მათ ერთ სივრცეში მოუყარეს თავი ქოთნის ულამაზეს ყვავილებს,რომლებიც თითოეული მოსწავლის მშობლის მიერ იყო აღმოცენებული. შეასრულეს სიმღერები ყვავილებზე,მცენარეებზე.წაიკითხეს ლექსები. გაიაზრეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მცენარის მოვლა და მასზე ზრუნვა. ყოველღიურ ცხოვრებაში ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა.