15 აპრილს ლენტეხის ქვემო სვანეთში, ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში ეკოკლუბ “დეციგიმის” ორგანიზატორობითა და ჩართულობით მეცნიერების საერთაშორისო დღის" აღსანიშნავად მოეწყო შემეცნებითი გაკვეთილი მზის სისტემის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეების დაინტერესებასა და მათთვის საინტერესო და ახალი ინფორმაციის მიწოდებას პლანეტების შესახებ.
მოცემულ აქტივობაში ეკოკლუბელებმა ჩართეს მე-5, მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გაუზიარეს სკოლელებს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. სპეციალურად ამ აქტივობისთვის ეკოკლუბელებმა სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოსახეს მთვარის მოძრაობის ტრაექტორია დედამიწის გარშემო და ასევე მზისა და მთვარის დაბნელება. მხის სისტემის შესახებ დასმული შეკითხვების შედეგებისა და მოსწავლეთა ჩართულობის მიხედვით
ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა “დღის ასტრონავტი”, რომელსაც გადასცეს სპეციალური სიგელი.
აქტივობა მოეწყო ღია სივრცეში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით. ეკოკლუბი “დეციგი” მომავალშიც გეგმავს მსგავსი შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას განსხვავებულ თემატიკაზე.