ვანის N2 სკოლის ეკოკლუბელები უპატრონო ძაღლებზე ზრუნავენ

 

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ტაბიძელების“ წევრები ხშირად საუბრობენ უპატრონო ცხოველების ცუდ მდგომერეობაზე და ცდილობენ მათ დახმარებას. რაკი ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება დღევანდელი რეალობებიდან გამომდინარე რთულია, ეკოკლუბელები ქუჩაში მყოფი ძაღლების დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ბავშვებმა შეგროვეს ფული და მოგროვილი თანხით იყიდეს საკვები, რითაც ძაღლების გამოკვება შეძლეს. ეკოკლუბელებმა შემოიარეს თითქმის მთელი ვანის ქუჩები და საკუთარი ხელით გამოკვებეს ცხოველები.

"ტაბიძელების" მიზანია ნაკლები ცხოველი იყოს მშიერი და სურთ ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც არ იქნება უპატრონო ძაღლები და კატები.