ქობულეთელი ეკოკლუბელები "ძმები ნობელების მუზეუმთან" თანაშრომლობენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მარჯანის" წევრებმა მონაწილეობა მიიღეს "ძმები ნობელების მუზეუმში" განხორციელებულ აქტივობაში. კერძოდ: ხატია მარკოიძე , ნინო შარაშიზე, მარიამ დარჩიძე, ლუკა დილავეროვი ადგილობრივ მუზეუმის მხარდაჭერის აქციის ფარგლებში ესტუმრენ ნობელების მუზეუმს და წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი მინი-სპექტაკლები.

ლექცია ჩატარდა ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დავით კლდიაშვილის შესახებ. სახელწოდებით: “მწერალი ოფიცერი ბათუმში“. მოსწავლეებმა გაიხსენეს კლდიაშვილის მოღვაწეობის დეტალები ისტორიიდან, შეეხენ მწერალის შემოქმედებას, გამართეს მინი-სპექტაკლები, მოუსმინეს ადგილობრივი წარმომადგენლის ლექციას და სახალვაშოს სკოლის წარმომადგენლის ლექციას.

უნდა აღინიშნოს, რომ სახალვაშოს სკოლის ეკოკლუბი "მარჯანი" აქტიურად თანამშრომლობს "ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმთან" და ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში ესწრება სემინარებს (ონლაინ) და ჩართულნი არიან სხვადასხვა ღონისძიებებში.