ზუგდიდის სოფელ კორცხელის სკოლის ეკოკლუბის საქველმოქმედო აქცია

12 აპრილს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად აღრიცხულია 1140-მდე მიუსაფარი ბავშვი. თუმცა, როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ, მათი რიცხვი გაცილებით დიდია.
 
სწორედ ამ დღეს, გაერთიანდნენ ზუგდიდის სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ერთიანი ძალებით მოახერხეს ნივთებისა და პროდუქტების შეგროვება. ეს ნივთები შემდეგში გადასცეს რამოდენიმე ოჯახს. ამას გარდა, ეკოკლუბელებმა ქუჩაში დაარიგეს პარტნიორების მიერ მოწოდებული პირბადეები. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით რეგიონალურმა ტელევიზიამ ,,ოდიში tv''-მ რეპორტაჟი მოამზადა.