ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე საჩხერის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "სიცოცხლის ხე'' განახორციელა მორიგი საგაზაფხულო სამუშაოები სკოლის ტერიტორიაზე. მოსწავლეებმა მიიტანეს ბარები, ფოცხები და გადაწყვიტეს გაეწმინდათ და დაემუშავებინათ სკოლის შესასვლელში არსებული ვარდების ბაღი. ამ აქტივობაში ჩართული იყო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა უმრავლესობა. ეკოკლუბელებმა შეძლეს და მსგავსი აქტივობებით დააინტერესეს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ეკოკლუბის წევრები, თუმცა ეკოკლუბელებს ყოველთვის ეხმარებიან საკლუბო მუშაობაში. როგორც ყოველთვის ამ აქტივობაშიც დაცული იყო გენდერული ბალანსი და აქტიურად ჩართულები იყვნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები.
მოსწავლეებმა მოახდინეს ტერიტორიების გადანაწილება და ხმელი მცენარეებისაგან გაათავისუფლეს სკოლის არცთუ მცირე მონაკვეთი. დაბარეს ვარდების ბაღი, ჩათესეს ყვავილების თესლები და მოაწესრიგეს სკოლის შესასვლელი ნაწილი.