თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლაში "ჯანმრთელობის მსოფლიო დღე" აღინიშნა. ეკოკლუბელების მთავარი მიზანი იყო ბავშვებში ცნობიერების ამაღლება ცხოვრების ჯანმრთელ წესთან დაკავშირებით.
ეკოკლუბელებმა დაამზადეს შესაბამისი პოსტერები, აგრეთვე შექმნეს სლაიდები და ეს ყველაფერი წარადგინეს სასკოლო საზოგადოების წინაშე . პროექტში მონაწილეობა ეკოკლუბელების გარდა აქტიურად მიიღეს ამავე სკოლის მე-8, მე-9 და მე-10 კლასელებმაც.
ორგანიზატორების თქმით, ძალიან ინფორმაციული და საინტერესო დღე გამოვიდა. მსმენელებმა მიიღეს სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწრაფი კვების შესახებ. ეკოკლუბელებს აგრეთვე ჰქონდათ შეხვედრა ექიმთან, რომლისგანაც მიიღეს ინფორმაცია ჯანმრთელობასთან, სწაფი კვების ობიექტებთან და კუჭ-ნაწლავურ დაავადებებთან დაკავშირებით.
ეს აქტივობა ეხებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მესამე მიზანს.