"ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" - პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ქალაქ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დამატებითი შეხვედრა გაიმართა ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელებსა და ბიოლოგია გეოგრაფიის მასწავლებლებთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სასკოლო ფოტოკონკურსი "ფოტოსინთეზი-2016", საქართველოს სატყეო პორტალის პოპულარიზება და კონკურსში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა.
პროექტი ხორციელდება "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.