ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "იმედი ხვალის" გუნდის წევრებმა ჭაქვინჯის საჯარო სკოლის ტერიოტორიაზე კოლხური ბზის დარგვის აქცია მოაწყვეს.
კოლხური ბზა ერთ ერთი გამორჩეული მცენარეა, რომელიც სამწუხაროდ გადაშენების პირას იმყოფება. ამ თემაზე ჭაქვინჯის სკოლაში უკვე ჩატარდა ლექცია და სწორედ ამ მცირე ლექციის მსვლელობის პროცესში გადაწყდა, რომ სკოლის ტერიტორიაზე უნდა დარგულიყო კოლხური ბზა.
ბავშვებმა და მასწავლებლებმა მოიძიეს კოლხური ბზის ნერგები, რათა ერთად დაერგოთ სკოლის ტერიტორიაზე. ამ გადაწყვეტილებას მხარი მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებმაც აუბეს. სწორედ ამ ბავშვების მიერ მოხდა კოლხური ბზის დარგვა.
მოსწავლეებმა ბზა სკოლის მთელ ტერიტორიაზე დარგეს. ამავდროულად განაახლეს ბზის ძველი ნარგავები.