ახმეტის სოფელ აწყურის სკოლის ეკოკლუბის აქცია ტყის ხანძრების წინააღმდეგ

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს, დაგეგმეს და განახორციელეს აქცია-პროექტი: ,"დავიცვათ ტყე ხანძრებისგან". მათ პირველ ეტაპზე განიხილეს თუ რა დიდ საფრთხეს უქმნის ხანძრები ტყეს. პროექტის ფარგლებში  მიმართეს სოფელ ზემო ხოდაშნის მეტყევე-სპეციალისტს - მიხეილ ჩხეტიანს და სათანადო უსაფრთხო გარემო პირობების შექმნის მიზნით, ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებაში დახმარება სთხოვეს.

მეტყევემ მხარი დაუჭირა ეკოკლუბელების ინიციატივას და ახმეტის მუნიციპალიტეტის სატყეო მეურნეობის დახმარებით მოიძია ტყეში ცეცხლის დანთების ამკრძალავი ბანერები და ეკოკლუბის წევრებთან ერთად მოხდა ტყეში ბანერების დამონტაჟება. მეტყევე-სპეციალისტმა ახალგაზრდებს ასევე აუხსნა თუ რა გამოუვალ სიტუაციაში და რა პირობებში არის დასაშვები ტყეში ცეცხლის დანთება. 

ეს აქტივობა მიზნად ისახავდა  ტყის ხანძრების რისკის შემცირებას და  მოსწავლე-ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გაზრდას ამ საკითხთან დაკავშირებით.