31 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ჩვენ და გარემოს" წევრების ინიციატივითა და ბიოლოგიის მასწავლებლის მაია ხვიჩიას დახმარებით მეხუთე კლასის მოსწავლეებთან ერთად მოეწყო დასუფთავების აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ბავშვებმა დაგროვილი ნარჩენები მოათავსეს სანაგვე ურნებში და ერთმანეთსაც მოუწოდეს გარემოს დაბინძურებისგან თავის შეეკავებინათ.
აქციის დასაწყისში მოსწავლეებს დაურიგდა ხელთათმანები ნაგვის მოსაგროვებლად. ასევე დაურიგდათ პარკები და მაისურები. რათა შემდგომშიც გამოიყენონ. აქციის დასრულების შემდგომ ეკოკლუბის წევრები რამოდენიმე კლასს ეწვივნენ და ესაუბრნენ გარემოს დაბინძურებისგან გამოწვეული რისკების შესახებ. ეკოკლუბელებმა თანატოლებს მოუწოდეს არ დაანაგვიანონ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რადგან ეს მათთვისვე იქნება საზიანო.
სოფელ ალამბრის სკოლის მოსწავლეები მუდამ აქტიურად ერთვებიან ყველა აქტივობებში და ეკოკლუბელებს ისინიც აწვდიან საინტერესო და ინოვაციურ იდეებს.
ალაბრის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ძველი და აქტიური მონაწილეა. ამ ეკოკლუბმა გარემოსდაცვით საქმიანობებში მოსწავლეთა უკვე რამდენიმე თაობა ჩააბა.