ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბ „ბიოფილების“ წევრებმა მოიფიქრეს კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა, რათა დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის ესწავლებინათ ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინის დამზადება სახლის პირობებში და ამ პლასტელინით დამზადებული ნიმუშების გამოფენა მოეწყოთ.
ეკოკლუბელებმა ინტერნეტით შეისწავლეს ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინის დამზადების რეცეპტი. მოიმზადეს საჭირო მასალა და ცოდნა გაუზიარეს დაბალი კლასის მოსწავლეებს. როგორც ეკოკლუბელები ამბობენ, პროცესი სახალისო და საინტერესო გამოდგა. ყველა ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა პლასტელინის დამზადებაში. ფერების მისაღებად ტორტის საღებავები გამოიყენეს. მიიღეს ერთიანი, რბილი, ელასტიური მასა. ხოლო დამზადებული პლასტელინი ხელოვნების გაკვეთილებისთვის გადასცეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს.
ეს პლასტელინი უსაფრთხოა პატარებისთვის და მათივე ხელითაა დამზადებული. ხელზე არ ეკვრის, ლამაზია და დიდხანს ძლებს.
სკოლაში ასევე მოეწყო პატარების მიერ პლასტელინით შექმნილი ნიმუშების გამოფენა.