ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაგეგმეს აქტივობა - ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“, რომლის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ინფორმირებულობა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
ეკოკლუბის წევრები ესაუბრნენ უმცროსკლასელებს დაუნის სინდრომის - ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ცვლილების შესახებ, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა, უმცროსკლასელები ინტერესით უსმენდნენ ეკოკლუბელებს, ბავშვებმა შეიტყვეს, რომ ამ გენეტუკური ცვლილების სახელი ბრიტანელ მეცნიერ ჯონ ლენგდონ დაუნს უკავშირდება, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი. რაც მთავარია მოსწავლებმა გაიაზრეს, რომ მცდარია სტერეოტოპი თითქოს დაუნის სინდრომი მემკვიდრეობითია და გადამდები.
შეხვედრის ბოლოს ეკოკლუბის წევრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, სკოლის სსმ მოსწავლემ ირაკლი კვირკველიამ კი საკუთარი ინიციატივით შექმნა პლაკატი - ,,ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“