რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმის" ეკოკლუბი "ათასწლეული" ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობით გეგმავს მომდევნო კვირეულს. ეკოკლუბის წევრთა ერთობლივი შეთანხმებით კვირეულის აქტივობები სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლეებთან ურთიერთობით დაიწყეს.
სპეციალურად მათთვის ეკოკლუბელებმა შეიმუშავეს პრეზენტაცია სახელწოდებით "პირადი ჰიგიენა" და დაიწყეს საინფორმაციო კამპანია სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. პრეზენტაცია თავისი სანახაობრივი და ინფორმაციული შემადგენლობით სრულად ასახავს ყველა იმ აუცილებელ ქმედებათა ერთობლიობას, რაც პირადი ჰიგიენის დაცვასა და ზუსტს შესრულებას გულისხმობს.
ეკოკლუბელები მკაფიოდ მოუწოდებდნენ პატარებს თუ რეგულაციების სწორხაზოვანი შესრულება რამდენად მნიშვნელოვანია, როგორც პირადი ასევე საზოგადოებრივი და მთლიანობაში, გლობალური თვალსაზრისით, საერთო ჯანმრთელობასა და კეთილდღეობისთვის. პატარები აქტიურად ჩაერთვნენ ეკოკლუბელების მოწოდებას ხელების დაბანის რიტუალისა და პირბადის სწორად მოხმარების იმიტაციურ მოქმედებებში, იმეორებდნენ და იმახსოვრებდნენ სახალისოდ და მათთვის ადვილად გასაგებ წესებს, რაც კიდევ უფრო ზრდის რუსთაველი ეკოკლუბელების მოტივაციას.