მარტვილის მუნიციპალიტეტის გელა ჭედიას სახელობის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრმა საბა სურმავამ, ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს, ხე-მცენარეების კირით შეთეთრების მნიშვნელობის შესახებ გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეებმა Მიიღეს ინფორმაცია, რომ დროთა განმავლობაში ხეები იფარება ბზარებით, რომელშიც გროვდება წყალი, ანესტიანებს ხის ქერქს და ხელს უწყობს მასში პათოგენური მიკრობების და სოკოების განვითარებას. ქერქის ნაპრალებში თავს აფარებს მავნე მწერები. აღნიშნული მოვლენების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ქერქის დაზიანებული გამონაზარდების მოშორება და კირით შეთეთრება.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ პედაგოგის დახმარებით, მოსწავლეებმა უსაფრთხოების წესების დაცვით მოამზადეს ხსნარი, რომელიც წესისამებრ მეორე დღეს გამოიყენეს ხეების შესაღებად. მანამდე კი სკოლის ეზოში არსებულ ხეებს სპეციალური რკინის ჯაგრისის საშუალებით მოაშორეს ხავსები, დაზიანებული ქერქი და მხოლოდ ამის შემდეგ შეათეთრეს კირის ხსნარით.
ეკოკლუბის გადაწყვეტილებით სკოლის ტერიტორიაზე არსებულ ხეებს პერიოდულად - გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩაუტარდებათ კირით შეთეთრების პროცედურა.
ა