იმერეთში, ვანის მუნციპალიტეტის სოფელ ზედავანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განახორციელეს პროექტი თემაზე ,,ბიომრავალფეროვნება დედამაწიზე".
ეკოკლუბელებმა იპოვეს შესაბამისი ლიტერატურა და დაამუშავეს სხვადასხვა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე. ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, რაც მტკივნეულია და სენსიტიურ საკითხს წარმოადგენს და მეტად საჭიროებს მოგვარებას. მათ ამოკრიბეს საინტერესო ცხოველები და ფრინველები, ასევე მცენარეები, რომლებიც გადაშენების პირას არიან დედამიწაზე, დაახარისხეს მონაცემები, გააკეთეს მათი ფოტოები და შეუდგნენ პოსტერის დამზადებას.
ეკოკლუბელებმა საინტერესო და თანმიმდევრული თანამშრომლობით გადაინაწილეს საქმე. ზოგმა გამოჭრა ფოტო, ზოგმა დააწება, ზოგმაც წაღწერა გაუკეთა, ზოგმაც კი გაფორმებაზე იზრუნა. ისინი გზადაგზა რჩევებს თხოვდნენ მასწავლებელს და ითვალისწინებნენ მის მითითებებს.
გამზადებული პოსტერი ბოლოს თვალსაჩინო ადგილზე გააკრეს და მასთან ფოტოც გადაიღეს. პატარა ეკოკლუბელებმა სურვილი გამოთქვეს, რომ კვლავაც გააკეთებენ პროექტებს და მომავალშიც საინტერესო ინიციატივები ექნებათ.