ლაგოდეხელმა მოსწავლეებმა აფენის N1 სკოლის ეზოში ნაძვები დარგეს

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის აფენის ნომერ პირველი საჯაროს სკოლის ეკოკლუბ “მწვანე მებრძოლების” წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოაწყვეს გამწვანების აქცია. ბავშვებმა სკოლის ეზოში დარგეს ნაძვის ჯიშის ხეები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ სოფელში სუფთა ჟანგბადის შექმნას.

მსგავსი ტიპის აქციებით ეკოკლუბელები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვა რამდენიმე ათეული წლის მერე სასარგებლო იქნება თითოელი ადამიანისთვის, მათი მომავლისთვის და რა თქმა უნდა ქვეყნისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.

ეს გახლავთ აფენელი მოსწავლეების ერთგვარი მოწოდება და მესიჯი იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად ახალი და სიცოცხლისუნარიანი ხის დარგვას.