ჩოხატაურის სოფელ ამაღლების სკოლის ეკოკლუბს სპეციალური პრიზები გადაეცა

26 მარტს გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოლოგები"-ის წევრებს ორგანიზაცია CENN-ის აჭარის-გურიის რეგიონალური კოორდინატორი, ირაკლი მიქელაძე შეხვდა და შარშანდელ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში მიღებული სპეციალური პრიზი და სერთიფიკატი გადასცა.

შეხვედრაზე მიწვეული იყო ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბის პარტნიორი, შუა ამაღლებისა და სამების სკოლის მასწავლებლები და ლიდერი მოსწავლეები. პროექტის რეგიონალური კორდინატორის მიერ განხილულ იქნა გარემოსდაცვითი კონკურსის 2021 წლის წესები. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სკოლის ეზოში, სადაც ტყის კვირეულის ფარგლებში დარგეს ნერგები.

გამწვანების აქციაში ჩაერთო ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი და მოხალისე მასწავლებლები. შეხვედრაზე დაცული იყო ანტიპანდემიური რეგულაციები.