საჩხერის სოფელ ჭალის სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს

 

22 მარტს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში კლუბ "ჰელიოსის" წევრების ინიტიაციივით განხორციელდა პროექტის პრეზენტაცია: "21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე". პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და ასევე სპეც-მასწავლებლები.

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში წარმოდგინეს პრეზენტაცია, რომელიც ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს. მათ ისაუბრეს დაუნის სინდრომის გამომწვევ მიზეზებზე, მის სიმპტომებსა და ადამიანის დამოკიდებულებაზე დაუნის სინდრომიანი ადამიანების მიმართ.

სპეც-მასწავლებელმა მოსწავლეებს მოუწოდა თანაგრძნობა და კეთილგანწყობა გამოეჩინათ ასეთი ადამიანების მიმართ, რადგან ქრომოსომებს არ ითვლიან და ისინიც საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ითვლებიან. მათ ახასიათებთ განსაკუთრებული უნარები როგორიცაა ხატვისადმი, მუსიკისადმი მიდრეკილება. მოისმინეს გიგო შიუკაშვილის მიღწევები და წარმატებები, თუ როგორ  დაიმკვიდრა მან თავი საზოგადოებაში თავისი შრომითა და თავდადებით.

საჩხერის სოფელ ჭალის სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ძველი და აქტიური მონაწილეა.