სამეგრელოს სკოლების მოსწავლეებმა 400 ძირი ბზა დააკალმეს

CENN- მა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, კოლხური ბზის დაავადებაზე რეაგირების ეროვნული გეგმა შეიმუშავა. რეაგირების გეგმით გაწერილი აღდგენითი ღონიესძიების ფარგლებში, 20 ნოემბერს აფხაზეთის #12, #14, #15, ზუგდიდის #1 და ხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა CENN-ის მიერ მიწოდებულ სპეციალურ კასეტებსა და სუბსტრატში 400 ძირი ბზა დააკალმეს. კალმების აღება მოხდა CENN-ისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამსახურის  მეტყევეების მიერ სოფელ მუხურის ქოოს უბანში, მდინარე ხობისწყლის ხეობაში კოლხური ბზის ჯანმრთელი მცენარეებიდან. ინიციატივა ხორციელდება ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)  ფინანსური მხარდაჭერით. 12241574_10204013884666838_333872701186935923_n 12274527_10204013885026847_7931383040726497330_n 12299134_10204013885106849_4102230181880035221_n 12299247_10204013884866843_4409904160557303907_n 12239531_10204013884266828_1432309502271902666_n