გარემოსდაცვითი ვიქტორინა ნინოწმინდაში

21 მარტს ნინოწმინდის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ვიქტორინა, რომელიც ეძღვნებოდა ტყეების საერთაშორისო დღეს. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლა, სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლა, ქალაქ ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლა და ქალაქ ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლა. 

ვიქტორინა შედგებოდა 15 საკითხისგან, თითოეული სწორი პასუხი ფასდებოდა 2 ქულით.  ვიქტორინაში მონაწილეობდნენ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის აქტიური წევრები - ქალაქ ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ესაილ იგითიანი და ევგინე ღარსლიანი.

ვიქტორინის საკითხები იყო: ტყეების მნიშვნელობა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არსებული ტყეები, დაცული არიან თუ არა? რა მცენარეები არსებობს მუნიციპალიტეტის ტყეებში და სხვა... 

ვიქტორინაში ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს პირველი ადგილი და მუნიციპალიტეტის გამარჯვებული გახდნენ.