ფოტოს ავტორია მიხეილ კასრაძე
კონკურსი “ფოტო სინთეზი 2016”.გრძელდება. სკოლის მოსწავლეები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ანთავსებენ ფოტოებს ჩვენს ვებ–გვერდზე (forestry.cenn.org) და როგორც იტყვიან გამარჯვებისათვის ბრძოლა აზარტში და ახალ ფაზაში შევიდა.
კონკურსის მიმდინარეობის დროს, ღონისძიების ორგანიზატორები პერიოდულად ერთობ იუმორისტულ შემთხვევებსაც აწყდებიან. მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც ფაუნის ამსახველ კონკურსში ადამიანები საკუთარ ფოტოებს აგზავნიან და მათ შორის პიკანურ პოზებში გადაღებულებსაც. იყო შემთხვევა, როდესაც საკონკურსოდ გამოგზავნილი ფოტო სუფრას ასახავდა თავისი ნამუსრევითა და განსხვავებული სასმისებით.
სამწუხაროდ, ასევე არის შემთხვევები როდესაც ჩვენთან შემოდის ფოტოები, სადაც მკვდარი ცხოველებია ასახული. მაშ შორის: შებოლილი ღორი, სიბერით მკვდარი თხა, ნაჯახით თავმოჭრილი ქათამი, ავტომობილის მიერ გატანილი კატა და სხვა…
მაგრამ გამორჩეულო შემთხვევა მაინც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის გადაწყვეტილება იყო, როდესაც აღნიშული სკოლა არ დაელოდა იანვრის დადგომას, სკოლამ თავად ჩაატარა შიდა კონკურსი, გამოავლინა “გამარჯვებული” და შემდეგ ეს “გამარჯვებული ფოტო” გამოგვიგზავნეს შემდეგი წერილის თანხლებით:
“გამარჯობა..სსპ ხელვაჩაურის რაიონ სოფ. ჭარნალის საჯარო სკოლა ერთვება კონკურსი “ფოტო სინთეზი 2016”.სკოლის მოსწავლეები იყვნენ ინფორმირებული ამ კონკურსის შესახებ, მსურველებმა 2015 წლის 13 ნოემბრამდე მოიტანეს ფოტოები და კომისიის მიერ იქნა შერჩეული 1 ფოტო.
გავაკეთეთ სასკოლო სტენდი და ასევე ვერთვებით სტენდების კონკურსში. სტენდზე წარმოდგენილი იყო 12 ფოტო. გიგზავნით სტენდის ფოტოს და ასევე 1 ეტაპის- სასკოლო კომისიის მიერ შერჩეულ ფოტოს – “კურდღელი”.
1 ეტაპი სასკოლო ეტაპზე შერჩეული იქნა ჭარნალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლის, (მითითებულია სახელი) ფოტო. ფოტოების შერჩევა მოხდა ეფექტიანობისა და დიზაინის მიხედვით, ასევე უპირატესობა მიენიჭა ისეთ ფოტოს რომლის თემატიკაც ემთხვევა საკონკურსო თემას. კონკურსს ჭარნალის საჯარო სკოლაში ორგანიზატორობდა- გეოგრაფიის მასწავლებელი – (მითითებულია სახელი)”.
მიუხედავად ყველაფრისა, უდავოდ დასაფასებელია ანიშნული სკოლისა და მოსწავლეების მონდომება. თუმცა, გამოგზავნილი ფოტო ბოლომდე მაინც ვერ ჯდებოდა კონკურსის პირობებში. საქმე ისაა, რომ საკონკურსო პირობები ველური ბუნების, ფაუნის წარმომადგენლების გადაღებას ითვალისწინებს. ეს, ბუნებრივია, კურდღელიც შეიძლება იყოს, მაგრამ იგი აუცილებლად უნდა იყოს გარეული.
ეს მოთხოვნები იმედია არ შეაშინებს მოსწავლეებს, რადგან თქვენს გარშემო ველური ბუნების მართლაც ბევრი წარმომადგენელი ბინადრობს და მათ ყოველდღე ხედავთ (ჩიტები, მწერები, ამფიბიები, გადამფრენი ფრინველები), ბავშვებს კი ფოტოგრაფია აშკარად კარგად გამოსდით.
ფოტოების გამოგზავნის მსურველებს შევახსენებთ, რომ ყველა ეს ფოტო აუცილებლად უნდა ატვირთონ საიტზე forestry.cenn.org. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნაწარმოებები კონკურსის მიღმა დარჩება. არადა, გამარჯვების შანსი მათაც აქვთ, რადგან გამარჯვებული ფოტოების ნაწილი პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერაც იქნება შერჩეული და დამატებით, პრიზები გათამაშდება „ლაიქების“ მიხედვით.
გისურვებთ წარმატებებს!