21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2020“-ის ფინალში მიღწეული წარმატებისთვის ორგანიზაცია CENN-ის მიერ დაჯილდოვდა.
იმერეთში ამ ორგანიზაციის კოორდინატორმა მაია კეზევაძემ გუნდს ეროვნული სატყეო სააგენტოსგან სალაშქრო აღჭურვილობა გადასცა; როგორც იმერეთის რეგიონში ყველაზე აქტიურსა და მაღალქულიან გუნდს, „ჩემპიონის ტიტული“ მიენიჭა და წითელ წიგნში შესული ცხოველის ხელნაკეთი ფიგურით დაჯილდოვდა.
ეკოკლუბის ხელმძღვნელ თეა ტალახაძეს გადაეცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან წიგნის სახლის „ლიგამუსი“ 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
ეკოკლუბის დაჯილდოების ღონისძიებით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა. დაჯილდოებას ძველი და ახალი ეკო კლუბის მონაწილეები ესწრებოდნენ.
საზეიმო დაჯილდოება ადგილობრივმა გაზეთმა ,,ჩემი ხარაგაული" გააშუქა.