კომპანია "ატუ" რაჭაში ხეების ჭრას აგრძელებს

შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ გრძელდება ხე-ტყის ჭრა, უკვე ივანიშვილის კომპანია "ატუსთვის" დაკანონებული უფლებებით. ეს მანქანა ნიკორწმინდის ტყიდან საჩხერისკენ მიდის და შაორის მიმდებარედ, ჯამში, უკვე მოჭრილია ჯანსაღი ხეები 43 ათას კვადრატულ მეტრზე. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე "ფეისბუქით" ავრცელებს და ხე-ტყით დატვირთული მანქანის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, 21 ნოემბერსაა გადაღებული და მანქანის მარშრუტია ნიკორწმინდა-საჩხერე. "დამატებით 10.000მ3 მოჭრის ნებართვა აიღო მას შემდეგ,რაც საპროტესტო აქცია გავმართეთ. ჯამში 43.000მ3 აქვს მოჭრილი შაორის მიმდებარედ, ასწლოვანი, ჯანსაღი ხეები..." - წერს ოთარ სირაძე. შეგახსენებთ, რაჭაში  კომპანია "ატუს" მხრიდან ჯანსაღი ხეების მოჭრა ადგილობრივმა მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ სწორედ ნაცმოძრაობის იქაურ ლიდერებთან ერთად გააპროტესტა. ამის მიუხედავად, სიუჟეტების ეთერში გასვლის შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ ტყეებში არა ჯანსაღი, არამედ დაავადებული ხეები იჭრება და მათი გამოხშირვა მიმდინარეობს, რომ მერე შეშით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მომარაგდნენ. "ასოციაცია “ატუს”, ყველა პროცედურის დაცვით, მოპოვებული აქვს ხე-ტყის სანიტარულ ჭრის ლიცენზია, რომელიც გულისხმობს დაბერებული და/ან დაავადებული ხეების გამოხშირვას, რაც ტყის განახლება-გაჯანსაღების აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს. ამგვარი მასშტაბური, კანონიერი, საზოგადოებისათვის და გარემოსთვის სასარგებლო საქმიანობის აგრესიული ნეგატიურობით და არაობიექტურად წარმოჩენა, ცხადია, რომ წინასწარ დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს წარმოადგენს", - აცხადებდა კომპანია წინა საპროტესტო აქციის დროს. წყარო: .fmabkhazia