GROUP Global (JGG) –ის ინიციატივა საქართველოს ტყეებთან დაკავშირებით

კომპანია J GROUP Global (JGG) – ის ინიციატივით, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერითა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ისრაელის საერთაშორისო კომპანია J GROUP Global (JGG) საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართული ტყეების მსოფლიო ბრენდად ქცევა. პროექტში ისრაელის და საქართველოს უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები ჩაერთვებიან. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კლიმატის, დაავადებული ტყეების, ქართული ნიადაგების და ხის ჯიშების მეცნიერული შესწავლა მოხდება, შემდეგ კი ახალი ტყეების განაშენიანების პროექტი შეიქმნება. JGG-ის კვლევისა და განვითარების ექსპერტის ალექსანდრე ზოგასის განცხადებით, საქართველოს ტყეები წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს. მისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართულ ტყეებს რეალური პერსპექტივა გააჩნია, მსოფლიო ბრენდად იქცეს. „სამწუხაროდ, ქართულ ტყეებში დაწყებულია ნიადაგების ეროზია, დაავადებულია ხეების დიდი ნაწილი. სატყეო მეურნეობის არარაციონალური მეთოდებით გამოყენებამ, ტერიტორიის საძოვრად უკონტროლო მოხმარებამ და ტყის არალეგალურმა ჭრამ (რაც გაუდაბნოების მიზეზი ხდება), ხანძრებმა, მავნებლების მიერ ტყის დასნებოვნებამ და ინვეზიებმა, ასევე კლიმატის ცვლილებამ მიგვიყვანა საქართველოს სატყეო ეკოსისტემისა და ტყეების დეგრადაციამდე, რაც იწვევს მრავალი სახეობის ფლორისა და ფაუნის გაქრობას. JGG -ის მიზანია საქართველოს ტყეების ეკოსისტემების შესანარჩუნებლად, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებით, სპეციალური პროგრამა შეიქმნას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით განხორციელდეს“, -აღნიშნავს ალექს ზოგასი. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტყეების უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვას. პროექტის მიზნებია: საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მთავარი ამოცანა იქნება, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებით, საქართველოს ტყეების აღდგენისა და შენარჩუნების პროგრამა შეიქმნას. სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმის შედგენა ტყის ჰაბიტატების ბიომრავალფეროვნების აღდგენისა და ტყეების დეგრადაციისაგან დასაცავად. აგრეთვე ანთროპოგენური გავლენისაგან, ხანძრისაგან, გლობალური კლიმატის ცვლილებისა და ინფექციური დაავადებებისაგან. მოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის მთავარი ამოცანა იქნება შემუშავებული პროგრამის საფუძველზე პრაქტიკული სამუშაოს განხორციელება ტყეებისა და ტყის ეკოსისტემების აღდგენის მიმართულებით. საერთაშორისო კომპანია J GROUP Global 2007 წლიდან რამდენიმე ქვეყნის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში სასოფლო-სამეურნეო და სატყეო პროექტებს ანხორციელებს. ggg