დასუფთავების აქცია კამპანია რაჭის სოფელ ჭრებალოს სკოლაში

ერთი კვირის წინ რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბ  "სკრიონის''ორი წევრი სემინარზე გახლდათ, რომლებიც ნარჩენების პრობლემას, მათ მართვას, ნარჩენების მართვის პირამიდას ეხებოდა. ამ შეხვედრებზე ეკოკლუბელებმა შეიტყვეს, რომ ნარჩენების 80 პროცენტი არაა ნაგავი და წელიწადში ერთი ადამიანი 400 კილოგრამ ნარჩენს ქმნის. 

ჭრებალოს სკოლის მიმდებარე ტერიტორია სამწუხაროდ საკმაოდ დაბინძურებულია, არც ქუჩაა თავისუფალი პოლიეთილენისა და სხვა  ნარჩენებისგან.  მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ციოდა, ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს  სკოლის ახლომდებარე სივრცე და სტადიონის ირგვლივ პერიმეტრი მაინც გაესუფთავებინათ . დასახმარებლად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიმართეს და ისინიც სიამოვნებით ჩაერთნენ ამ აქციაში. 12 მოსწავლე ანტიპანდემიური წესების დაცვით შეუდგა საქმეს

დასუფთავების აქციის შემდეგ, ბავშვებმა სავსე ტომარა სანაგვე ურნაში მოათავსეს და ხელები დაბანის შემდეგ სადეზინფექციო ხსნარითაც დაიმუშავეს.