გარემოსდაცვითი კვირეული ფოთის N4 სკოლაში

ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ერუდიტის" თაოსნობით 15-22 მარტი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია პროექტის ფარგლებში გამოცხადდა კვირეული, რომელიც ეძღვნება ტყეების საერთაშორისო დღეს (21 მარტი) და წყლის საერთაშორისო დღეს (22 მარტი).
 
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია:
 
1. თემატური სემინარები აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებით'
 
2. ნიკო კეცხოველის სახელობის ბაღის დასუფთვება სკოლის პერიმეტრზე, ხე-ნარგავების შემობარვა, ახალი ნარგავების დარგვა;
 
3. ნახატებისა და პოსტერების გამოფენა;
 
4. თემატური ფილმების ჩვენება.
 
16 მარტს, ეკოკლუბელებს შეუერთდნენ მოხალისეები და დასუფთავდა სკოლის ეზო, შემოიბარა ხე-მცენარეები, დაირგო ახალი ნარგავები პალმა, ნეკერჩხალი, ხეხილის რამდენიმე სახეობა. ღონისძიება ჩატარდა ანტიპანდემიური ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით.