მარტვილის კერძო სკოლა "სხივის" ეკოკლუბის წევრმა "ეკო-მეომრებმა" მორიგი საინტერესო პროექტი დაგეგმეს და განახორციელეს სახელწოდებით: "დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები". პროექტის მიზანი იყო, უპატრონო ცხოველების დაცვა და მოსწავლეებში მათი დაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება.
"ეკო-მეომრებმა" ჯერ გაინაწილეს ფუნქციები, შეარჩიეს ადგილები სადაც თავს იყრიდნენ მაწანწალა, მიუსაფარი ცხოველები, დაამზადეს ცნობიერების ასამაღლებელი ფლაერები, შეიძინეს საკვები პროდუქტები, ხელთათმანები უსაფრთხოებისთვის და ხელნაკეთი ბროშურები დაარიგეს ხალხმრავალ ადგილას.
ეკოკლუბელები ყველას მოუწოდებდნენ: "ჩვენ, სკოლა "სხივის" მოსწავლეები ვართ, ვაკეთებთ პრეზენტაციას იმის შესახებ, რომ შევიფაროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები. შენც ძალიან დაგვეხმარები თუ შემოგვიერთდები ამ კეთილ საქმეში. გავულამაზოთ ტანჯული ცხოვრება ქუჩის მაწანწალა ცხოველებს, გადავარჩინოთ მათი სიცოცხლე. ყოველი ჩვენთაგანის ვალია დავეხმაროთ და შევიფაროთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები".
ეს პროექტი მოსწავლეებმა განახორციელეს, დაწყებითის მასწავლებელის, ნანა ჭიჭაღუას ხელმძღვანელობით.
კერძო სკოლა "სხივის" ეკოკლუბი კვლავ გააგრძელებს მსგავსი სახის აქტივობებს.