გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელები ახორცილებენ მათ მიერ მოფიქრებულ აქცია-პროექტს სახელწოდებით: "ბებიების რეცეპტები". მოსწავლეებმა მათი ბებოებისგან ძველი კერძების რეცეპტები ჩაიწერეს, შემდეგ კი იყიდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და მოამაზადეს საკვები. ეკოკლუბელების მიერ მომზადებული პირველი კერძები კეცის მჭადი და ნიგვზიანი ბადრიჯანი იყო.
ეკოკლუბელების აზრით, ეს აქცია-აქტივობა ბევრ უნარს უვითარებს მათ. სწავლობენ სუფთა და არასუფთა პროდუქტის გარჩევას, სწორი კვების რაციონის ჩამოყალიბებას. ასევე რეცეპტების სრულყოფილად ჩაწერას და მომზადების პროცესზე დაკვირვებას.
ვანელი მოსწავლეები რეცეპტების შეგროვებას და ერთი დიდ წიგნად გამოცემას გეგმავენ სახელწოდებით: "ბებოების რეცეპტები", სადაც ყველა მომზადებულ საკვებს, ბებიის და შვილიშვილის ფოტოსთან ერთად განათავსებენ.