მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის საჯარო სკოლაში ეკოკლუბ "გავუწოდოთ ხელი ბუნებას" წევრების და ხელმძღვანელის თინათინ ჟიჟიაშვილის ხელმძღვანელობით 2021 წლის 11 მარტს ჩატარდა სოფელ ბიწმენდში კვლევა სასმელი წყლის მდგომარეობის დადგენის მიზნით.
ეკოკლუბის წევრების მიერ შედგენილი იქნა კითხვარები, რომლებიც ეხებოდა სოფლის მოსახლეობისთვის რამდენად საკმარისი იყო სასმელი წყლის მარაგი, წლის რომელ პერიოდში უფრო კარგად მიეწოდებოდა მოსახლეობას წყალი, როგორია წყლის ხარისხი. ეკოკლუბის წევრებმა გამოკითხეს სოფლის მოსახლეობა.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სოფელს საკმარისი რაოდენობით წყლის მარაგი არ მიეწოდება, განსაკუთრებით წყლის დეფიციტი არის ზაფხულში, რადგან მოსახლეობის რაოდენობა იზრდება მოაგარაკეების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე მეტი წყალი იხარჯება. ასევე გამოიკვეთა პრობლემა წყლის ხარისხთან დაკავშირდებით, რადგან გაზაფხულზე ძლიერი წვიმების დროს ხშირად იმღვრევა წყალი.
ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს აღნიშნული პრობლემა გაარკვიონ სოფლის საკრებულოს წარმომადგენელთან. იმსჯელონ და დაადგინონ როგორ შეიძლება მისი მოგვარება.