სოფელ სახალვაშოს სკოლის ეკოკლუბის კვლევა საწვავის გამოყენებაზე

აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს სკოლის ეკოკლუბელებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს მცირე კვლევა რომელიც სოფელ სახალვაშოს მოსახლეობის მიერ სხვადასხვა საწვავის გამოყენებას მოიცავს. გთავაზობთ კვლევას მცირე სახეცვლილებით.

კვლევის თემატიკა: სახალვაშოს მოსახლეობის საწვავის გამოყენების სახეები

კვლევი ავტორები: ლუკა დილავეროვი,ნინო შარაშიძე

კვლევის აღწერა: მყარი საწვავის გამოყენება ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება. ეს გამოწვეულია იმ რესურსების ფასების ზრდით, რომლითაც მუშაობს გათბობის სისტემები. ქვანახშირისა და შეშის არსებობა უფრო ძვირადღირებული ენერგიის წყაროებისგან იშლება, როგორიცაა ელექტროენერგია, გაზი და თხევადი საწვავი.ხე-ტყე სათბობია, რომელსაც იყენებენ მცირე სიმძლავრის საქვაბე დანადგარებში. სათბობად გამოიყენება ხე-ტყის დამამუშავებელი წარმოების ნარჩენები, ნაგვერდულები, ნაფოტი, ბურბუშელა, ნახერხი, ქერქი და სხვა (შეშა იშვიათად გამოიყენება, უმთავრესად, ადგილობრივი გათბობის ღუმლებსა და ბუხრებში. შეშას აქვს აქროლადობის მაღალი გამოსავალი − 85% და მცირე, 1%-მდე ნაცრიანობა, თბოუნარიანობა Qმ უდ =18,9 მჯ/კგ (4510 კკალ/კგ). სათბობის წვის შედეგად წარმოქმნილი ნამწვი პროდუქტები აცხელებს ღუმლის (ბუხრის) გაზსავლების კედლებს, საკვამლე მილი ანუ კვამლსადენი არის მილი, რომლის დანიშნულებაა ნამწვი პროდუქტების გარემოში გაყვანა. ჩვეულებრივ, ეს მილი ვერტიკალურია, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ცალკეული ჰორიზონტალური ან დახრილი მონაკვეთები. მყარი საწვავის წვა ანადგურებს ტყეებს, ასევე აბინძურებს გარემოს გამონაბოლქვით და სმოგით.

კვლევის პრაქტიკული მხარე: ეკოკლუბელები დაინტერესდნენ თუ რა ტიპის საწვავს მოიხმარდა სახალვაშოს მოსახლეობა. ყველა მოსწავლის და არამარტო მოსწავლის ოჯახები გამოიკვლიეს და ავწერეს რა ტიპის გათბობის მოწყობილობა ჰქონდათ. ზოგადად, სახალვაშოში გასულ წელს მოხდა გაზიფიკაცია და ბუნებივი აირი მიეწოდება თითეულ მოსახლეს, ასევე ელექტროენერგია . მიუხედავად ამისა, მაინც უმეტეს ოჯახში შეშის ღუმელი ფუნქციონირებს.

აღნიშნული ღუმელი მოსახლეობაში მოითხოვს დიდი რაოდენობით შეშას, რომელიც ადგილობრივი ტყეებიდან და საკარმიდამო ნაკვეთებიდან მოიპოვება, რომ არაფერი ვთქვათ წვის პროდუქტებზე და ჰაერის დაბინძურებაზე. მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს გაზის გამათბობელი, მიზეზად ასახელებენ თანხის არქონას, რათა კომუნალური გადასახადები გადაიხადონ. „შეშას ბაღიდან ვჭრი და ფულს არ ვიხდი მასში, გაზი ძვირია არ მაქვს მაგის გადახდის შესაძლებლობა"- განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

ეკოკლუბის სამომავლო მიზნები: მოსახლეობის მეტი ინფორმირება მყარი საწვავის ანუ შეშის გამოყენების შედეგებსა და მის უარყოფით მხარეზე. ვიდეო რგოლის დამზადება და ცნობიერების გაზრდა სოფლის მკვიდრებს შორის.