კლიმატის ცვლილებებისა და მისი ზეგავლენის შესამცირებლად გადაუდებელი ზომების დასტურად, გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა დაარიგეს მათ მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტები.
თბილისელი ეკოკლუბელები ამბობენ, რომ ადამიანები უნდა იყვნენ მომზადებულნი, რათა გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილებათა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ ზიანს. დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი საყოფაცხოვრებო თუ ტექნიკური ნაგავი სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას, ადამიანებს, მთელ ფლორასა და ფაუნას და აუცილებელია ამ მიმართულებით მოსახლეობის მეტი ინფორმირება, სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ბუნების დაცვის კამპანიაში, შეიტანეს თავიანთი წვლილი პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში, გააცნობიერეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა მათი მოვალეობაცაა და მიაწოდეს საინტერესო ინფორმაცია მოსახლეობას ბუკლეტების საშუალებით. ასევე შექმნეს პოსტერები და გამოაკრეს სკოლის შენობის დერეფნებში.