დასუფთავების მორიგი აქცია ოზურგეთის დაბა ნარუჯაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი~ ,,მწვანე მომავალი’’- წევრების ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მორიგი დასუფთავების აქცია.

გამომდინარე მსოფლიო პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან, დასუფთავების აქცია ჩატარდა მცირერიცხოვან ჯგუფში. აქციის დაწყებამდე ეკოკლუბის ხელმძღვანელმა მოსწავლეებს მიაწოდა საჭირო რეკომენდაციაები: ,,ვალდებული არიან  გაიკეთონ  პირბადე და დაიცვან დისტანცია’’. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ხელთათმანები და ნაგვის პარკებით მოამარაგა მოსწავლეები.  

დასუფთავების აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს, სადაც მოსწავლეები  სხვადასხვა ლოკაციაზე განაწილდნენ დისტანციის დაცვით, აქციის დასრულების შემდეგ,  ხელები თხევადი საპნით დაიბანეს და სადენზინფექციო ხსნარითაც დაიმუშავეს.