"ხელნაკეთი წიგნები" გურჯაანის სოფელ ახაშნის სკოლაში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "სელვას“ წევრებმა, თანაკლასელებთან ერთად, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ფარგლებში განახორციელეს აქტივობა "ხელნაკეთი წიგნები - კონტინენტები.“

ჩვენი პლანეტის თითოეული კონტინენტი მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნით, ისევე როგორც კონტინენტის კლიმატი. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ფლორაც და ფაუნაც გაცილებით მეტი იყო, სიმდიდრე მაინც მოიძებნება. ბუნებისკენ ადამიანის მიღწევებმა საცხოვრებელი ფართების მოსაპოვებლად და ორმა მსოფლიო ომმა გაანადგურა მრავალი სახეობა. ამ სახეობების შენარჩუნება თითოეული ადამიანის ვალდებულებაა, თუმცა, თუკი ამ საკითხს მხოლოდ ისე შევხედავთ, როგორც მხოლოდ ვალდებულებას, ალბათ, მთლად მართლები არ ვიქნებით. ეს ვალდებულება ჩვენი შინაგანი არსებიდან უნდა მოდიოდეს. ამიტომ, ბავშვს, სკოლიდანვე უნდა ჩამოუყალიბდეს ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება.

კონტინენტების შესწავლის დროს, ეკოკლუბის წევრებმა, თავიანთ თანაკლასელებთან ერთად  შექმნეს წიგნები, მასში აღწერეს ყველა კონტინენტის ფლორა და ფაუნა, გააკეთეს კლასში პრეზენტაცია და ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან გარემო, ეკოსისტემები და მასში მობინადრე მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, რომ საფრთხე არ შეუქმნან მათ გადაშენებას.

ამ აქტივობით,  მოსწავლეებმა, მომავლის მოქალაქეებმა, რომელთაც მრავალ პრობლემასთან შეჯახება მოუწევთ, გააცნობიერენ ბუნების დაცვის აუცილებლობა, აიმაღლეს ეკოლოგიური ცნობიერება. მათ უკვე იციან, რომ ყველა კონტინენტის ბუნება მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია და  ესაჭიროება დაცვა.